ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

CNN - აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო

აშშ-მა ირანის მიერ ისრაელისკენ გაშვებული რამდენიმე დრონი ჩამოაგდო.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროებმა არ დააკონკრეტეს თუ როგორ ჩამოაგდო აშშ-მა ირანული დრონები და სად. აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება.
„ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას არ მიაღწევს,” - განაცხადა ბაიდენმა.
CNN აღნიშნავს, რომ ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს პოტენციურად შეუძლიათ ირანული დრონების ჩამოგდება, რომლებიც ისრაელისკენ მიემართებიან.
ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ ძალებს აქამდე ჩამოუგდიათ იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული შორი მანძილის რაკეტები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.