იოავ გალანტი - „ჰეზბოლასთან“ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა მცირდება

ლიბანის საზღვარზე თითქმის ყოველდღიური შეტაკებების გამო, დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების შანსები მცირდება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილესთან და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროს მრჩეველთან, ამოს ჰოკსტინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„შეთანხმების შესაძლებლობა მცირდება, რადგან „ჰეზბოლა“ აგრძელებს „ჰამასთან“ დაკავშირებას და კონფლიქტის დასრულებაზე უარს ამბობს“, - აღნიშნა გალანტმა.
მისი თქმით, ისრაელის ჩრდილოეთ საზღვარზე ათიათასობით ისრაელელი ვერ ახერხებს საკუთარ სახლებში დაბრუნებას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ერთადერთი გზა არის დიდი სამხედრო ოპერაცია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.