ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იოავ გალანტი - ომის ახალი ფაზა იწყება

იოავ გალანტი - ომის ახალი ფაზა იწყება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ომი ახალ ფაზაში გადადის.
"რამათ დავიდის ბაზაზე საჰაერო ძალების პერსონალთან საუბარში მე ხაზგასმით აღვნიშნე: ვიწყებთ ახალ ფაზას ომში", - აღნიშნა გალანტმა.
მანამდე მან განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ქვეყნის ჩრდილოეთით გადაინაცვლებდნენ.
„სიმძიმის ცენტრი გადადის ჩრდილოეთისკენ ძალებისა და რესურსების გადაადგილების გზით“, - აღნიშნა გალანტმა.
ომის ახალ ფაზაში გადასვლასთან დაკავშირებით იოავ გალანტის განცხადებას წინ უძღოდა „ჰამასის“ მებრძოლების პეიჯერებისა და რაციების აფეთქება, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა და ასობით - დაშავდა. „ჰეზბოლა“ თავდასხმებში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა ამ საკითხზე ისრაელს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.