ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იოავ გალანტი - ჩრდილოეთ ღაზაში “ჰამასის” ბატალიონები დაშლის პირას არიან

“ჰამასის” ბატალიონები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ჯაბალიასა და შეჯაიას რაიონებში დაშლის პირას არიან, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.
„ჩვენ ალყაში მოვაქციეთ „ჰამასის“ ბოლო დასაყრდენები ჯაბალიასა და შეჯაიაში, ბატალიონები, რომლებიც უძლეველად ითვლებოდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში ემზადებოდნენ ჩვენთან საბრძოლველად, დაშლის პირას არიან“, - აღნიშნა გალანტმა.
მისი თქმით, მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ღაზას სამხრეთით ხან იუნისსა და მის გარშემო და ისრაელის თავდაცვის ძალებმა ასევე გაააქტიურეს ოპერაცია ანკლავის ცენტრალურ ნაწილში. იოავ გალანტის ინფორმაციით, ბოლო დღეებში „ჰამასის“ ასობით მებრძოლი ჩაბარდა ისრაელის ჯარებს, რაც იმაზე მეტყველებს, როგორ მდგომარეობაშია დაჯგუფება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.