ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას ბრალდებას ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას ბრალდებას ოფიციალურად დღეს წაუყენებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს” გაბუნიას ადვოკატმა გურამ გვენცაძემ განუცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯერ არ მოუნახულებია, შესაბამისად, მისი პოზიცია წარსადგენ ბრალთან დაკავშირებით უცნობია.
ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გაბუნიას სახლია ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ.
ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია