ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას პატიმრობა შეუფარდეს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა ინსფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას.
გამოძიება მას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
გაბუნია ორი დღის წინ დააკავეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9 მილიონ 365 801 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 1 მილიონ 211 ათასი ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს.
ამ საქმეზე დაკავებულნი არიან შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები.
გამოძიების მასალების მიხედვით, შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში მუნიცალური განვითარების ფონდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი.
ამის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის დავალებით სამსახურებრივი მოვალეობა ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 მილიონ 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი. აქედან 9 მილიონ 365 801 ლარს შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა