ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინფრასტრუქტურის ექსმინისტრის მოადგილე ნახევარმილიონიანი გირაოთი გაათავისუფლეს

ინფრასტრუქტურის ექსმინისტრის მოადგილე ნახევარმილიონიანი გირაოთი გაათავისუფლეს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას „წინასწარი პატიმრობა“ გირაოთი შეუცვალა - ის დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან ნახევარი მილიონი ლარი უნდა გადაიხადოს.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
· გაბუნია 2025 წლის 30 ოქტომბერს დააკავეს - „ფინანსურმა პოლიციამ“ განაცხადა, რომ ის სუსთან ერთად დააკავეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით. ამასთან, ექსმინისტრ ირაკლი ქარსელაძის, გაბუნიასა და სხვა პირების ქონება - სულ 18 ობიექტი - გაჩხრიკეს.
· კობა გაბუნია სამინისტროში იყო საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის კურატორი - ამ ფონდთან დაკავშირებით უკვე არაერთი მაღალჩინოსანია მიცემული პასუხისგებაში, მათ შორის, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - მას გირაო შეუფარდეს.
დღესვე, 30 დეკემბერს სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ქარსელაძის ადვოკატმა გოჩა კვირიკაშვილმა განუცხადა, რომ კობა გაბუნიას არ მიუცია ირაკლი ქარსელაძის წინააღმდეგ ჩვენება.
„100 %-ით გეუბნებით, შემრცხვება, თუ ტყუილი აღმოჩნდება. გეუბნებით, რომ ეს [ქარსელაძის წინააღმდეგ ჩვენება] არ ყოფილა. გამოძიება დარწმუნდა, რომ ქარსელაძე ამ საქმესთან მიმართებაში კავშირში არაა“, - ციტირებს IPN-ი ადვოკატს.
· ჯერჯერობით არ დაუკავებიათ და ბრალი არ წარუდგენიათ ირაკლი ქარსელაძისათვის.
· ირაკლი ქარსელაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მეჯვარე, კურსელი და ახლო მეგობარია.
· ბოლო პერიოდში დააკავეს გრიგოლ ლილუაშვილი, ხოლო მისი გარემოცვის რამდენიმე წევრი პასუხისგებაში მისცეს.
მათგან ორი დაკავებულია, ერთს კი დაუსწრებლად აქვს პატიმრობა შეფარდებული.
· პირველი ბიჭიკო პაიკიძეა, გრიგოლ ლილუაშვილის მეგობარი, ნათლულის მამა, ვანში „ოცნების“ დეპუტატი და ბიზნესმენი; მასზე 24 სექტემბრიდან ძებნაა გამოცხადებული;
· მეორე - კობა ხუნდაძე, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი თანამშრომელი, ლილუაშვილის მეჯვარის ძმა, ასევე ბიზნესმენი. 22 ოქტომბერს სწორედ მისი სახლიდან ამოიღეს 94 კონვერტად დახარისხებული 1 319 300 აშშ დოლარი;
· მესამე - ანდრია (სანდრო) ლილუაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ინტერესებით სამშენებლო/დეველოპერულ ბიზნესსა და სატრანსპორტო სფეროში:
ასევე ნახეთ გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს - სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე ჩატეხილი ხიდის საქმე
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.