ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას პატიმრობა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალეს - ის სასამართლო დარბაზშივე გაათავისუფლეს

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, კობა გაბუნიას პატიმრობა ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალეს - ის სასამართლო დარბაზშივე გაათავისუფლეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, შესაბამისად, ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაბუნიას ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრა.
ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 ოქტომბერს დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.