ინფორმაცია, თითქოს ჯარში უხარისხო საკვები პროდუქტები შედის, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და ჯარის დისკრედიტაციას ემსახურება – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ერთ-ერთი მედიის ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება და აცხადებს, რომ რადიკალურად აცდენილია რეალობას ინფორმაცია, თითქოს ჯარში უხარისხო საკვები პროდუქტები შედის. ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ეს ჯარის დისკრედიტაციის მცდელობაა.
„მინდა, განცხადება გავაკეთო იმ ცრუ რეპორტაჟზე, რომელიც გავიდა თავდაცვის ძალების, თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ. ასევე ავხსნა, ეს რატომ ემსახურება ფარულად, თუ ღიად ჯარის დისკრედიტაციას. ჩვენ გვქონდა შემთხვევები, როდესაც ჩემი ოჯახის წევრებს ეხებოდნენ, ასევე აბსოლუტურად სიცრუით შემოფარგლული ინფორმაციით, თუმცა ჩემი და სხვა საჯარო მოხელის თმენის ვალდებულებებით ამას შეგნებულად არ ვუპასუხე. თუმცა, ჩვენ არასდროს დავტოვებთ რეაგირების გარეშე, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ჯარს. ინფორმაცია, თურმე ჯარში შედის უხარისხო კვება, აბსოლუტურად, რადიკალურად აცდენილია რეალობას. რატომ არის ეს ჯარის დისკრედიტაციის მცდელობა, თუ დისკრედიტაცია – თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ შევქმენით ხარისხის კონტროლის ოთხი სხვადასხვა მექანიზმი ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენმა ჯარმა მიიღოს საუკეთესო პროდუქტი. ასევე, რადიკალურად, არსებითად გავაუმჯობესეთ საკვები პროდუქტის ხარისხი, ხაზგასმით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არასდროს მსგავსი ხარისხის პროდუქტი არ ყოფილა ჩვენს ჯარში. კონკრეტულად რომ ვისაუბროთ, მაგალითად, გამაგრილებელი სასმელი, ჯარში ბოლო წლებია, შედის “პეპსი კოლა”, შედის ქართული გაუყინავი ხორცი, შედის ისეთი მომწოდებლის ყველი, რომელიც აწვდიდა ასევე (არ მინდა, ბრენდების სახელი დავასახელო) ყველაზე ძვირფას სუპერმარკეტს საქართველოში. ეს არის რეალობა“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს