დევნილთა სააგენტო – გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობა ისე გაიყიდა, რომ იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო სიმართლეს არ შეესაბამება

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ქუთაისში, ყოფილი სასტუმრო „თბილისის“ შენობა ისე გაიყიდა, რომ იქ მცხოვრები დევნილი ოჯახები სახელმწიფომ საცხოვრებლით არ უზრუნველყო სიმართლეს არ შეესაბამება,- ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2020 წელს, ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ ფაქტობრივად მცხოვრებ ყველა ოჯახს დევნილთა სააგენტომ ბინები გადასცა. სრულად გარემონტებული საცხოვრებელი ფართები იძულებით გადაადგილებულმა 34-მა ოჯახმა მიიღო და შენობა, როგორც დევნილთა საცხოვრებელი ობიექტი ოფიციალურად დაიხურა.
„აღსანიშნავია, რომ ყოფილ სასტუმრო „თბილისში“ რამდენიმე დევნილი ოჯახი რჩება, საიდანაც ერთ-ერთი ოჯახი შენობაში მისი ოფიციალურად დახურვის შემდეგ შესახლდა. ასევე, შენობაში ცხოვრობს დევნილი ოჯახი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან, საცხოვრებლით უზრუნველყოფის სანაცვლოდ, მიღებული აქვს ფულადი კომპენსაცია. შენობაში მყოფ კიდევ ერთ ოჯახს კი, საკუთრებაში ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი გააჩნია.
შესაბამისად, სახელმწიფოს აღნიშნული ოჯახების უპირობო განსახლების ვალდებულება არ გააჩნია.
ქუთაისში, დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით 720 ბინის მშენებლობა მიმდინარეობს. დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა აქვთ ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადი შეავსონ და მათი საკითხი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განიხილება. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად დახურული ობიექტიდან შევსებული განაცხადი არ განიხილება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად