არქივი29 დეკემბერი, 2025, 12:24
ინდონეზიაში, მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 16 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ინდონეზიაში, ქალაქ მანადოში მოხუცებულთა თავშესაფარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პოლიცია გარდაცვლილთა იდენტიფიცირებას ცდილობს. ისინი დაღუპულთა ოჯახის წევრებს მოუწოდებენ, დაუკავშირდნენ საავადმყოფოს, სადაც ცხედრები გადაასვენეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.