ავღანეთში წყალდიდობას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ძლიერმა წვიმებმა ავღანეთის რამდენიმე რაიონში წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა, – ინფორმაციას The Associated Press-ი ავღანეთის კატასტროფების მართვის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.
ავღანეთის კატასტროფების მართვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლის, მოჰამედ იუსაფ ჰამადის განცხადებით, უამინდობამ შეაფერხა ყოველდღიური ცხოვრება ქვეყნის ცენტრალურ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში.
ჰამადის თქმით, წყალდიდობამ ასევე დააზიანა ინფრასტრუქტურა, დახოცა პირუტყვი და დააზარალა 1 800 ოჯახი.
კატასტროფების მართვის ეროვნული სამსახურის ჯგუფები ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში იმყოფებიან და დამატებითი საჭიროებების დასადგენად კვლევები მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ