არქივი5 დეკემბერი, 2023, 14:22
ინდონეზიაში ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
ინდონეზიაში კუნძულ სუმატრას დასავლეთ ნაწილში ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კიდევ 10 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. კუნძულ სუმატრაზე მდებარე ვულკანი 3 დეკემბერს ამოიფრქვა. ფერფლმა, რომლის სიმაღლე 3 მეტრს აღწევდა, რამდენიმე სოფელი დაფარა. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევის დროს, რაიონში 75 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 52 პირის ევაკუაცია მოხერხდა. მარაპი სუმატრაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. 1979 წლის აპრილში მის ამოფრქვევას 60 ადამიანი ემსხვერპლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.