ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა

ინდონეზიაში, დასავლეთ სუმატრაში ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად დაღუპული 11 მთამსვლელი მაშველებმა იპოვეს. ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, დაკარგულია კიდევ 12 ადამიანი, რომელთა სამძებრო ოპერაციაც ჯერჯერობით უსაფრთხოების მიზნით არის შეჩერებული.
11 დაღუპული მთამსვლელის ცხედრებთან ერთად მაშველებმა 3 გადარჩენილსაც მიაკვლიეს.
ვულკანი ინდონეზიაში კვირას ამოიფრქვა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.