პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთში ძლიერი ქარიშხლის დროს 24 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში ძლიერი ქარიშხლის დროს ელვისა და წვიმის შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 18 ელვის დარტყმის შედეგად გარაიცვალა .
წვიმამ დააზიანა სახლები და დახოცა პირუტყვი დასავლეთ გუჯარატის შტატში. მეტეოროლოგების თქმით, ზამთარში გუჯარატში ქარიშხალი "უჩვეულოა".
ორი დღეა, გუჯარატის შტატში ძლიერი წვიმა, ჭექა-ქუხილი და სეტყვაა, ზოგიერთ რაიონში 144 მმ-მდე (5,7 ინჩი) წვიმა მოვიდა 24 საათში, იტყობინება სააგენტო Reuters შტატის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით.
ინდოეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამიტ შაჰმა, ღრმა მწუხარება გამოთქვა და დასძინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ჩართულა სამაშველო სამუშაოებში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.