არქივი26 ნოემბერი, 2023, 12:06
ინდოეთში მუსიკალურ ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთის ქალაქ კოჩინში, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე ჭყლეტა მოხდა. შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 60-ზე მეტი ადამიანი.
ჭყლეტა 25 ნოემბრის საღამოს, მას შემდეგ მოხდა, რაც ფესტივალის მონაწილეები უეცრად დაწყებული ძლიერი წვიმის გამო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დარბაზს მიაწყდნენ.
"ოთხი სტუდენტი დაიღუპა, მათგან ორი ახალგაზრდა ქალია". – წერია შტატ ვინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ამ დროისთვის საავადმყოფოში ათობით ადამიანი იმყოფება, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.