ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კირ სტარმერი - ლონდონისკენ მიმავალი თვითმფრინავის ინდოეთში ჩამოვარდნის სცენები დამანგრეველია - ჩვენი ფიქრები მგზავრებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა

კირ სტარმერი - ლონდონისკენ მიმავალი თვითმფრინავის ინდოეთში ჩამოვარდნის სცენები დამანგრეველია - ჩვენი ფიქრები მგზავრებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ მისი ფიქრები ლონდონის აეროპორტში მიმავალი Air India-ს რეისის მგზავრებსა და ოჯახებთანაა.
„ლონდონისკენ მიმავალი თვითმფრინავის ინდოეთის ქალაქ აჰმადაბადში ჩამოვარდნის სცენები დამანგრეველია. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას და ჩვენი ფიქრები მგზავრებთან და მათი ოჯახის წევრებთანაა“, - განაცხადა სტარმერმა.
ცნობისთვის, ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავი დასავლეთ ინდოეთში, ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტთან ახლოს ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ბორტზე სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.