ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთში, მაღაროს შახტაში ჩარჩენილი 41 მაღაროელის გადარჩენის სამუშაოები მიმდინარეობს

ინდოეთში, უტარახანდის შტატის მაღაროს შახტაში ჩარჩენილი 41 მაღაროელის გადარჩენის სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო სამუშაოებში 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული.
BBC-ის ინფორმაციით, გეგმამ, რომლის მიხედვითაც მაღაროელები ზედაპირზე ლითონის მილების მეშვეობით უნდა ამოეყვანათ არ იმუშავა, რადგან სამუშაოების დროს შახტამ ჩამოშლა დაიწყო.
ინდოეთის კატასტროფების მართვის სამსახურის განცხადებით, მუშების გამოსაყვანად, სულ მცირე, 60 მეტრის კლდოვანი მასის გაბურღვაა საჭირო.
უტარახანდის შტატის მაღაროს შახტა მეწყრის შედეგად 12 ნოემბერს ჩამოინგრა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.