ინდოეთში მაშველები მეთორმეტე დღეა შახტში ჩარჩენილი 41 მაღაროელის გადარჩენას ცდილობენ

ინდოეთში მაშველები მეთორმეტე დღეა შახტში ჩარჩენილი 41 მაღაროელის გადარჩენას ცდილობენ. სამაშველო სამუშაოებში 100-ზე მეტი ადამიანია ჩართული.
კატასტროფების მართვის სამსახურის განცხადებით, მუშების გადასარჩენად 60 მეტრი კლდოვანი მასის გაბურღვაა საჭირო, საიდანაც დაახლოებით მესამედია დარჩენილი. ოფიციალური პირების ინფორმაციით, სამუშაოები ლითონის დაბრკოლებამ შეანელა. მუშები იმედოვნებენ, რომ დამატებით რაიმე დაბრკოლება, როგორიცაა დიდი ლოდი ან სხვა რაიმე, არ შეხვდებათ.
ცნობისთვის, მაღარო მეწყერის შედეგად 12 ნოემბერს ჩამოინგრა.

ასევე დაგაინტერესებთ