ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთი მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა

ინდოეთი ლიდერობს მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც ამჟამად 1,442 მილიარდ ადამიანს შეადგენს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ანგარიშიდან ირკვევა, მეორე ადგილზე ჩინეთია 1,425 მილიარდი მოსახლეობით.
ფონდი ინდოეთის მოსახლეობის ზრდას ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და დედათა სიკვდილიანობის შემცირებას უკავშირებს.
UNFPA-ის შეფასებით, 1990 წელს ინდოეთი შეადგენდა მსოფლიოში დედების სიკვდილიანობის 26%-ს, ეს მაჩვენებელი 2020 წლისთვის 8%-მდე შემცირდა. მკვლევარები ამ პროგრესს „დედების ჯანმრთელობის ხარისხის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას“ მიაწერენ .
ანგარიშის მიხედვით, ინდოეთის მოსახლეობის 26% ამჟამად 10-24 წლისაა, სიცოცხლის ხანგრძლივობა 2023 წელს დაბადებული მამაკაცებისთვის 71 წელია, ხოლო ქალებისთვის 74 წელი.
ჩინეთის მოსახლეობა, გაეროს შეფასებით, 2022 წელს 1,426 მილიარდს მიაღწია და კლება დაიწყო. ექსპერტების თქმით, ამ საუკუნის ბოლომდე ჩინეთის მოსახლეობა შეიძლება 1 მილიარდზე დაბლა დაეცეს. მეორეს მხრივ, ინდოეთის მოსახლეობა, სავარაუდოდ, გაიზრდება მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.