ყველაზე მშვიდი ქვეყნების რეიტინგში რუსეთი ბოლო ხუთეულშია - რომელ ადგილზეა საქართველო?
ყველაზე მშვიდი ქვეყნების რეიტინგში, 163 ქვეყნიდან, რომელიც პლანეტის მოსახლეობის 99.7%-ს შეადგენს, საქართველო 95-ე ადგილზეა. Rankingroyals-ის რეიტინგის მიხედვით, ყველაზე მშვიდი ქვეყანა ისლანდიაა, ყველაზე ნაკლებად მშვიდი ქვეყანა კი - ავღანეთი.
ამავე რეიტინგის მიხედვით, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, რუსეთი რეიტინგის ბოლო ხუთეულშია ავღანეთთან, იემენთან, სირიასთან და სამხრეთ სუდანთან ერთად და 160-ე ადგილს იკავებს; სომხეთი 83-ზე ადგილზეა, აზერბაიჯანი - 128-ზე, თურქეთი - 145-ზე, უკრაინა - 153-ზე.
ამავე რეიტინგში 129-ე ადგილზეა აშშ. პირველ ათეულში 7 ევროპული სახელმწიფო მოხვდა, 2 აზიური და 1 ოკეანეთიდან.
ყველაზე მშვიდი ქვეყნების ოცეული ასეთია:
· ისლანდია - 1.107 ქულით;
· ახალი ზელანდია - 1.269;
· ირლანდია - 1.288;
· დანია - 1.296;
· ავსტრია - 1.300;
· პორტუგალია - 1.301;
· სლოვენია - 1.316;
· ჩეხეთი - 1.318;
· სინგაპური - 1.326;
· იაპონია - 1.336;
· შვეიცარია - 1.357;
· კანადა - 1.389;
· უნგრეთი - 1.411;
· ფინეთი - 1.439;
· ხორვატია - 1.440;
· გერმანია - 1.462;
· ნორვეგია - 1.465;
· მალაიზია - 1.471;
· ბუტანი - 1.481;
· სლოვაკეთი - 1.499
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.