ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე მოტყუებით წაიყვანეს უკრაინის ომში

ინდოეთის 90-ზე მეტი მოქალაქე უკრაინის ომში რუსეთის მხარეს საბრძოლველად მოტყუებით წაიყვანეს, მათგან სულ ცოტა 8 ომში დაიღუპა, ამის შესახებ ტელეარხ „დოჟდს“ განუცხადა ინდოეთის პარლამენტის დეპუტატმა ვიკმაჯიტ სახნეიბმა, მისი თქმით ვერ ხერხდება დაღუპულთა ცხედრების სამშობლოში გადასვენება.
დეპუტატის თქმით, ინდოეთის მოქალაქეთა უმრავლესობა რუსეთში სამუშაოს დაპირებით ხდება, შემდეგ კი თარჯიმნის გარეშე, იძულებით ხელს აწერინებენ თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს. ადამიანთა უმეტესობა იმას რომ ფრონტზეა, ადგილზე მიყვანისას ხვდება.
ტელეაარხი დაუკავშირდა უკრაინაში ომში დაღუპული ინდოეთის მოქალაქის რავი მუნუს მშობლებს. ისინი მოჰყვნენ, რომ შვილს რუსეთში ერთ-ერთ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებას შეპირდნენ თუმცა, რუსეთში მყოფი, ოჯახს ის უკვე ფრონტიდან დაუკავშირდა.
ივლისში, მოსკოვში ვიზიტისა და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ წამოჭრა იმ ინდიელების დემობილიზაციის საკითხი, რომლებმაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტებს მოაწერეს ხელი და ისაუბრა ახალი რეკრუტირების თავიდან აცილებაზე. პუტინი ორივე საკითხის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.