ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტი ინდოეთში მიიწვია

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ინდოეთში მიიწვია. ამის შესახებ მოდის კიევში ვიზიტის შედეგად უკრაინისა და ინდოეთის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
“სავსებით ბუნებრივია, რომ ასეთ შემთხვევებში ის [ნარენდრა მოდი] აგზავნის მოწვევას, რაც მან გააკეთა კიდევაც ამ შემთხვევაში. ასე რომ, ჩვენ ველით, იმ მომენტში, როდესაც მისთვის მოსახერხებელი იქნება, პრეზიდენტი ზელენსკი ინდოეთს ეწვევა”, - განაცხადა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სუბრამანიამ ჯაიშანკარმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი კიევში უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა. უკრაინის მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი პირველი ვიზიტია ქვეყანაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.