ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია 2500 ლარით დააჯარიმეს

"ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია 2500 ლარით დააჯარიმეს

გამოცემა "ინდიგოს" ჟურნალისტი საბა სორდია მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2500 ლარით დააჯარიმა. საბა სორდია გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
საბა სორდია 6 აპრილს მარჯანიშვილის მეტროს სიახლოვეს ადმინისტრაციული წესით დააკავეს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით. იურისტ მარიამ ყველაშვილის განმარტებით, ჟურნალისტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც "ზედაპირული დათვალიერების" ფარგლებში გაჩერებულს, პირადობის მოწმობის წარდგენის შემდეგ ჩანთის შიგთავსის სრულად ნახვა მოსთხოვეს.
მოწმე პოლიციელმა ბესარიონ სიხარულიძემ 8 აპრილს სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ საბა სორდია „საპოლიციო ეჭვის“ საფუძველზე გააჩერეს.
დაკავების შემდეგ საბა სორდია 48 საათს დააყოვნეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებულმა ჟურნალისტმა თქვა, რომ საპატრულო პოლიციის მანქანაში მისი დამცირება სცადეს იმის გამო, რომ საყურე ეკეთა, ჩამოართვეს კამერა GoPro-ც.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.