არქივი17 აპრილი, 2025, 14:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია 2500 ლარით დააჯარიმა

გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
როგორც ჟურნალისტმა საბა სორდიამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ის მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
ცნობისთვის, პოლიციამ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტი საბა სორდია ადმინისტრაციული წესის 173-ე მუხლით 6 აპრილს დააკავეს, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.