ინალ არძინბა: საქართველოს გონიერი მთავრობა ჰყავს

სოხუმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა ამბობს, რომ საქართველოს გონიერი მთავრობა ჰყავს და ომი არავის სჭირდება. ამის შესახებ არძინბამ რუსეთის ფედერაციაში ვიზიტის დროს განაცხადა, ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

ამასთანავე, არძინბა ამბობს, რომ ამერიკელების მითითების მიხედვით, საქართველო ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს არ აწერს.

„ჩვენ აფხაზები, ვსვამთ შეკითხვას – რატომ არ აწერენ ხელს ამ შეთანხმებას? ნუთუ საქართველო ომს აპირებს? ან ამერიკელებს მეორე ფრონტის გახსნა სურთ? არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ ამერიკელებს მეორე ფრონტის გახსნა სურთ, მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ საქართველოს გონიერი მთავრობა ჰყავს, ომი არავის სჭირდება, მათ შორის არც საქართველოს. დღეს არსებული სამართლებრივი ბაზით აფხაზეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ აგრესიას ნიშნავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამას არ გააკეთებს“, – განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

ინალ არძინბამ ასევე სოხუმის და მინსკის კონტაქტებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთი ბელარუსთან დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.

მანამდე მოსკოვში, სოხუმსა და ცხინვალში რამდენჯერმე განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობა პრაგმატულად იქცევა და თბილისი „ნაციონალური ინტერესებით ხელმძღვანელობს და ანტირუსულ ისტერიას აყოლილი არ არის“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ