“იმედია, ეყოფათ გონიერება და არ დააზიანებენ მას და მის ოჯახს” – გამზარდია

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია;

ეს ბიჭი, გოგა მოდებაძე ჩემი ძველი სტუდენტი და ასევე მეზობელია. უწესიერესი ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს თავის სამშობლო, ახლობლები და ოჯახი, ორი შვილის მამაა და მალე მესამეც ეყოლებათ.

მრავალი წელია ვიცნობ, ვმეგობრობ, ვმეზობლობ და თუ ვინმე წესიერი ადამიანი მეგულება ჩემს გვერდით, ერთ-ერთი გამორჩეული სწორედ გოგაა.

ჭიათურში მიმდინარე ამბებზეც სრული გულწრფელობით ჩაერთო, რაც ტკივა და აღელვებს, დარდობს და რაც სწორად მიაჩნია, ეხმარება იმ ხალხს.

ნუ ეცდება ნურავინ წესიერ და ნათელ ადამიანს შარი მოსდოს და მითუმეტეს უსამართლო დევნა დაუწყოს.

იმედია, ეყოფა ყველას გონიერება და არ დააზიანებს მას და მის ოჯახს.

გოგა, შენს გვერდით ვართ ყველა.

ცნობისთვის, გოგა მოდებაძე, წერს;

კეთილის მსურველების სანდო იმფორმაციით იგეგმება პროტესტის აქტიური მონაწილეების დაკავება ჩადებებით, ამიტომ თუ რამეს ჩემ წინააღმდეგ გაიგებთ იცოდეთ ყველამ რომ სუფთა ვარ ყველაგან და ყველაფერში,კანონთანაც და ღმერთთანაც!
ჭიათურა ჩემი სიამაყეა🖤🇬🇪

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!