ბევრჯერ უთქვამს, რომ როდესაც გამოვდიოდი სახლიდან, ოჯახს ვემშვიდობებოდიო, რადგან ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ და არაფერი გამორიცხული არ იყო მაშინდელი ხელისუფლებისგან

ბევრჯერ უთქვამს, რომ როდესაც გამოვდიოდი სახლიდან, ოჯახს ვემშვიდობებოდიო, რადგან ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ და არაფერი გამორიცხული არ იყო მაშინდელი ხელისუფლებისგან
ასეთი გადაწყვეტილებები იყო გმირობის ტოლფასი. ჩვენ ვსაუბრობთ პერიოდზე, როდესაც მაგალითად ოჯახში ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, ჩურჩულით საუბრობდნენ იმიტომ, რომ იყო საშიშროება, რომ ვიღაცას შეიძლება მოსასმენი ჰქონოდა დაყენებული, – განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის პერიოდზე საუბრისას.
„მიმდინარეობდა ტოტალური კონტროლი, ტოტალური მოსმენები. გვისაუბრია ბატონ ბიძინა ივანიშვილთან, ბევრჯერ უთქვამს, რომ როდესაც გამოვდიოდი სახლიდან, ოჯახს ვემშვიდობებოდიო, რადგან ყველაფრის გამკეთებლები იყვნენ და არაფერი გამორიცხული არ იყო მაშინდელი ხელისუფლებისგან“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასა და რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ რომ საქართველოს ხელისუფლებას შეცდომა დაეშვა, შეიძლება, საქართველოს სახელმწიფოებრიობაც კი დაეკარგა.
„ვებრძვით იმ ძალას, რომელიც გარედან მართავს ქვეყნის შიგნით აგენტურას, მტრებს, მოღალატეებს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, პირველ რიგში ჩვენ უნდა გავატაროთ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და არავის არ უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ინტერესი იყოს ფეხქვეშ გათელილი და რომელიმე დიდმა ქვეყანამ გამოიყენოს სათავისოდ.
მაშინ რომ შეცდომა დაგვეშვა, დღეს ჩვენ აქ ვერ ვისხდებოდით და ამ ინტერვიუს ვერ ჩავწერდით. იქნებოდა სრული კატასტროფა, შეიძლება სახელმწიფოებრიობაც კი დაგვეკარგა“, – განმარტა კახა კალაძემ.
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ სოციალურ პოლიტიკაზე.
„ეს რა თქმა უნდა იმიტომ კეთდება, რომ ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს და იმ ადამიანებს, ვინც ჯერ კიდევ საჭიროებს თანადგომას და მხარდაჭერას ჩვენი მხრიდან. ჩვენ რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ პროგრამებს ვიდრე, თუნდაც, ერთ ადამიანს მაინც ექნება მხარდაჭერის საჭიროება, რა თქმა უნდა ყველას დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ“, – დასძინა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”