“იმდენად აბსურდული ბრალდებებია ლევან ხაბეიშვილთან მიმართებით, რომ ვერ წარმომიდგენია, მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს”

იმდენად აბსურდული ბრალდებებია ლევანთან მიმართებით, რომ ვერ წარმომიდგენია, მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არავითარი ექსპერტიზა არ არსებობს და არავითარი ჩანაწერები არ არსებობს ლევანთან დაკავშირებით და არსებობს მხოლოდ მისი საჯარო გამოსვლები და სამი მოწმის ჩვენება.

“მოჰყავთ საქმის გამომძიებელი და პატაკის ავტორი, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. ფაქტობრივად, არაფრის მთქმელი მოწმეები არიან.

არავითარი ექსპერტიზა არ არსებობს და არავითარი ჩანაწერები არ არსებობს ლევანთან, არსებობს მხოლოდ მისი საჯარო გამოსვლები და სამი მოწმის ჩვენება.

ლევანის ტელეფონში არაფერი ხელშესახები და გამოსაყენებელი არ არის, შესაბამისად, მტკიცებულება არ მოიტანა პროკურატურამ.

ფაქტობრივად, მტკიცებულებები არ არსებობს და ამ 9-თვიან საპატიმრო ვადას ახანგრძლივებენ ხელოვნურად. საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, იმდენად აბსურდული ბრალდებებია ლევანთან მიმართებით, რომ ვერ წარმომიდგენია, მოსამართლემ აღნიშნულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს”, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას მხოლოდ ლევან ხაბეიშვილი ესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო