ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფარი: ბავშვზე სექსუალურად მოძალადე მამინაცვალს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

საფარი: ბავშვზე სექსუალურად მოძალადე მამინაცვალს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
ბავშვზე სექსუალურად მოძალადე მამინაცვალს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა | ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია საფარი ავრცელებს:
💬 "2024 წელს საფარს მიმართა არასრულწლოვანმა, რომელზეც მამინაცვალმა სექსუალურად იძალადა. ბავშვის მთავარი მოთხოვნა კონფიდენციალურობის დაცვა იყო, რაც საფარმა გაითვალისწინა და უზრუნველყო.
საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი ჩაერთო, რომელსაც დაზარალებულმა მრავალეპიზოდიანი საქმე სრულად გაანდო. საქმეში ბევრი სხვადასხვა დანაშაული, მათ შორის, მამინაცვლის მხრიდან ბავშვის მიმართ წლების წინ განხორციელებული გარყვნილი ქმედება იკვეთებოდა, რაც სასჯელის სახედ 5 დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მარი ვარამაშვილის ჩართულობით მოპოვებულ იქნა ყველა შესაძლო მტკიცებულება, თუმცა საქმეში გადამწყვეტი დაზარალებულის ჩვენება აღმოჩნდა, რომელიც მოსამართლემ სრულად გაიზიარა, 2026 წლის 27 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და პირი გარყვნილ ქმედებაში დამნაშავედ სრულად ცნო. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა" | წერს ორგანიზაცია
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.