ილჰამ ალიევი ვაშინგტონში ჩავიდა

პარასკევს, 8 აგვისტოს, ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა.
სომხეთის მთავრობის ცნობით, ეს შეხვედრა მიმართულია რეგიონში მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობისკენ.
გამოცემა Washington Post-ის თანახმად, თეთრ სახლში ტრამპის, ფაშინიანის და ალიევის შეხვედრა 8 აგვისტოს გაიმართება და გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ.
გამოცემა Kyiv Post-ი (ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ) წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი გეგმავს ალიევთან და ფაშინიანთან ერთად რამდენიმე საკითხზე შეთანხმებას:
· საერთო დეკლარაციას – „გზა მშვიდობისაკენ“;
· სამშვიდობო შეთანხმების ინიციირებას;
· საერთო წერილს ეუთოს მინსკის ჯგუფიდან გასვლის შესახებ.
ამავე გამოცემის ცნობით, ძირითადი საკითხი იქნება ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კვანძების განბლოკვა.
საუბარია „კომერციულ და ინფრასტრუქტურულ პროექტზე“, რომელსაც უწოდებენ „ტრამპის გზას საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).
კერძოდ, ეს გზა დააკავშირებს აზერბაიჯანს თავის ექსკლავ ნახიჩევანთან სომხეთის ტერიტორიის გავლით (საუბარია იმ დერეფანზე, რომელსაც აზერბაიჯანი „ზანგეზურის დერეფნად“ მოიხსენიებდა).
ამასთან, Kyiv Post-ის თანახმად, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ სომხეთის მონაკვეთზე სომხეთმა შეინარჩუნოს კონტროლი და მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არ დაირღვეს.
ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ღარიბაშვილი – გახარიამ კრიზისში მყოფი ქვეყანა და გუნდი მიატოვა, როცა მოულოდნელი ღალატი ჩაიდინა და გადადგა – ჩამოშლილი ხელისუფლება ჩავიბარე – ისე, რომ თავი არავისთვის დამიხრია არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ, მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის