არქივი7 აგვისტო, 2025, 16:45
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი აშშ-ში ჩავიდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აშშ-ში ჩავიდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევით იმყოფება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს ენდრიუსის სამხედრო საჰაერო ბაზაზე ოფიციალური პირები დახვდნენ.
8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს უმასპინძლებს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.