ილონ მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს – ევროპული ქვეყნების მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში?

ილონ მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს – ევროპული ქვეყნების მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში?
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც ილონ მასკი გააკრიტიკა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღია მხარდაჭერის გამო და მის განცხადებას უცხოური ჩარევა უწოდა.
შარმანაშვილის განცხადებით, თუ მასკის მიერ აზრის დაფიქსირება უცხოური ჩარევაა, საქართველოში ევროპელი პოლიტიკოსების ოპოზიციის აქციებზე გამოსვლა და ამერიკელი ოფიციალური პირების ქვეყნის საქმეებში ჩარევა, შიდადემოკრატიული პროცესი ვერ იქნება. “მასკმა ერთხელ აზრი გამოთქვა და უცხოური ჩარევააო, ხმაური ატეხეს. კაცო, ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპარლამენტარების, ოპოზიციის მიტინგებზე გამოსვლა შიდადემოკრატიული პროცესის ნიმუშია საქართველოში? აღარაფერს ვამბობ ამერიკის ოფიციალური პირებისა და კონგრესმენების პირდაპირ ჩარევებზე.” – წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა