ევროპის საბჭოს მდივნის მცდელობა, რომ მოუსმინოს ყველა მხარეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროპული ოჯახისათვის

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს მდივანთან შეხვედრას მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს პროტესტი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და ალენ ბერსეს მიაწოდეს ინფორმაცია დემონსტრანტების მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებით.
ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს მდივნის სურვილი – მოისმინოს ყველა მხარის პოზიცია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის მნიშვნელოვანია და დიდია დაინტერესება სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს მიმართ.
„დაწვრილებით განვიხილეთ ის პროტესტი და დემონსტრაციები, რომლის შესახებაც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ აქტიური აზრთა გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს. დაწვრილებით ავუხსენით თუ როგორ მოქმედებდა პოლიცია, რა ტიპის ძალადობა იყო დემონსტრანტების მხრიდან. ევროპის საბჭოს მდივანი ძალიან მონდომებული იყო იმისათვის, რომ ყველა მხარის პოზიცია მოესმინა და ჩემი აზრით, ეს ძალიან დადებითი მოვლენაა იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვხდებით ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაციის მსხვერპლი, როგორც ქვეყანა, ასევე ცალკეული პოლიტიკოსები. ასე, რომ ევროპის საბჭოს მდივნის ეს მცდელობა, რომ მოუსმინოს ყველა მხარეს და მიიღოს ობიექტური ინფორმაცია ჩემი აზრით, ძალიან მისასალმებელია და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროპული ოჯახისათვის და რა დიდია სხვადასხვა ორგანიზაციის, მათ შორის ევროპის საბჭოს მხრიდან საქართველოთი დაინტერესება,“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება