ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილონ მასკი - USAID ჭიების გორგალია

ილონ მასკი - USAID ჭიების გორგალია

როდესაც USAID-ი გამოვიკვლიეთ, ცხადი გახდა, რომ ის, რაც გვაქვს, არის არა ჭიანი ვაშლი, არამედ ჭიების გორგალი, - ამის შესახებ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„თუ გაქვს ჭიანი ვაშლი, შეგიძლია ჭიის ამოღება, თუ გაქვს ჭიების მთელი გორგალი, უიმედო მდგომარეობაა. USAID-ი ჭიების გორგალია“, - წერს მასკი.
ცნობისთვის, ილონ მასკმა გუშინ განაცხადა, რომ USAID არის „კრიმინალური ორგანიზაცია და დროა მოკვდეს“. ამასთან, მისი მტკიცებით, USAID-მა დააფინანსა ბიოიარაღის კვლევა. “იცოდით, რომ USAID-მა თქვენი საგადასახადო დოლარის გამოყენებით დააფინანსა ბიოიარაღის კვლევა, მათ შორის COVID-19, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა?”- დაწერა მასკმა X-ზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.