ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპი თანახმაა, რომ დახურონ USAID

ომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა. ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
მასკის თქმით, ის რამდენჯერმე შეხვდა ტრამპს ამ თემაზე და USAID-ის დახურვაზე ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ?“. ტრამპმა თქვა, კი. „შესაბამისად, ჩვენ მას ვხურავთ“, – თქვა მასკმა.
მასკმა USAID-ს უწოდა ჭიების გორგალი.
“როდესაც USAID-ი გამოვიკვლიეთ, ცხადი გახდა, რომ ის, რაც გვაქვს, არის არა ჭიანი ვაშლი, არამედ ჭიების გორგალი,იცოდით, რომ USAID-მა თქვენი საგადასახადო დოლარის გამოყენებით დააფინანსა ბიოიარაღის კვლევა, მათ შორის COVID-19, რომელმაც მილიონობით ადამიანი დაიღუპა? – წერს მასკი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.