არქივი4 მარტი, 2025, 11:27
ილონ მასკი რუსეთ-უკრაინის ომზე - შეწყვიტეთ კაცების არაფრის გამო დასახოცად გაგზავნა

შეწყვიტეთ კაცების არაფრის გამო დასახოცად გაგზავნა, საკმარისია, - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მასკი აცხადებს, რომ ამაზე ჯერ კიდევ 2 წლის წინ საუბრობდა და თავს ძველ პოსტს აზიარებს, სადაც წერს, რომ უკრაინელი და რუსი ახალგაზრდები, ტერიტორიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე, სანგრებში იხოცებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.