ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა

ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა
ილონ მასკი მსოფლიოს პირველი ტრილიონერი გახდა | კომპანიების „ტესლას“, „სფეის იქსის“ და სოციალურ ქსელ „იქსის“ მფლობელის
ქონების უმეტესი ნაწილი ამჟამად SPACE X-ში არის მობილიზებული, სადაც დაახლოებით 866 მილიარდი დოლარის ღირებულების წილი ეკუთვნის. Reuters წერს, რომ Tesla-სთან და მის სხვა ქონებასთან ერთად, მისი წმინდა ქონება 12 ივნისს აქციებით ვაჭრობის დაწყებისას 1.1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს. ეს მაჩვენებელი მოიცავს აქციებს, რომლებიც დროთა განმავლობაში მფლობელობაში გადავა.
🔴 Reuters წერს, რომ SpaceX-ის საბაზრო ღირებულება შესაძლოა, კიდევ მეტად გაიზარდოს, თუკი ანდერაიტერები დამატებითი აქციების გაყიდვის უფლებითაც ისარგებლებენ, რაც პირველადი საჯარო შეთავაზებიდან 30 დღის შემდეგ ხდება. ამის მიუხედავად, IPO-ს შემდეგ ილონ მასკი SpaceX-ში ხმის უფლებების 82%-ს გააკონტროლებს.
🔴 ილონ მასკმა SpaceX 2002 წელს დააარსა. კომპანიის მიზანია, ისეთი "სისტემებისა და ტექნოლოგიების შექმნა, რომლებიც საჭიროა, რათა სიცოცხლე მრავალპლანეტური გახდეს, გავიგოთ სამყაროს ნამდვილი ბუნება და ცნობიერების სინათლემ ვარსკვლავებამდეც მიაღწიოს"
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.