ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილონ მასკი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

27 ნოემბერს ილონ მასკი ისრაელში ჩავიდა და პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. მასკი და ნეთანიაჰუ კიბუც კფარ აზას ესტუმრნენ, რომელიც ჰამასის ტერორისტებმა 7 ოქტომბერს დაარბიეს.
მასკს კიბუცში ასევე შეხვდა ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი და ადგილობრივი საბჭოს წევრი, რომლებმაც ამერიკელ ბიზნესმენს უამბეს ადამიანების ისტორიები 7 ოქტომბრის თავდასხმის შესახებ. მასკი ასევე იმყოფებოდა კიბუც კფარ აზას უსაფრთხოების უფროსის ოფირ ლიბშტეინის სახლში, რომელიც თავისი კიბუცის დაცვისას ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა.
ამას გარდა, ილონ მასკმა მოისმინა ოთხი წლის ამერიკელი-ებრაელი გოგონას ავიგაილ იდალის ისტორია, რომელსაც მშობლები თვალწინ დაუხოცეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.