არქივი1 აგვისტო, 2024, 20:40
ილია სულამანიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ილია სულამანიძე (100 კგ) პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონია – 23 წლის ქართველი ტურნირის ფინალში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან ვაზარით დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ სამი გაფრთხილებით დამარცხდა. ილიამ საქართველოს ნაკრებს პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე მედალი მოუპოვა.
შეგახსენებთ, რომ ხუთი დღის შემდეგ პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური (90 კგ) გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ ვერცხლის მედლები მოიპოვეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.