ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილია თოფურია - ღირსების ორდენის მიღება ძალიან დიდი პატივია, სიამაყით მავსებს

საქართველოდან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ისე წავედი - დღეს რომ ვბრუნდები და ასეთ ტიტულს ვიღებ, ეს სიამაყით მავსებს, - ამის შესახებ სპორტსმენმა ილია თოფურიამ მისი ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ამ ტიტულის მიღება ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. საქართველოდან, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ისე წავედი. დღეს რომ ვბრუნდები და ასეთ ტიტულს ვიღებ, ეს სიამაყით მავსებს. პრეზიდენტო, მინდა ასეთი სიტყვებისთვის მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ილია თოფურიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.