ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა - ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა თოფურიას პირადად გადასცა.
"ძაან დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება ჩემთვის. საქართველოდან წავედი, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და დღეს აქ რომ ვბრუნდები და ასეთი სახის ტიტულს ვიღებ, ეს სიამაყით მავსებს [...] ეხლა მალე წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერ მხარს და გავამარჯვებინებთ აუცილებლად. უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის. გაუმარჯოს საქართველოს!" - თქვა UFC-ის ჩემპიონმა ორდენის მიღების შემდეგ.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.