ილია დარჩიაშვილი - დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში - მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი
მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დარჩიაშვილის თქმით, ნატოს ნატო-ს სამიტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში მონაწილეობა დიდი პატივია.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მონაწილეობას ვიღებ ნატო-ს სამიტის 75 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის სახელით იმართება. მიხარია, რომ საქართველოს დროშა ძლიერი პარტნიორების ალიანსშია წარმოდგენილი," - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ნატო-ს საიუბილეო 75-ე სამიტისადმი მიძღვნილ მიღებაში, რომელიც ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის სახელით გაიმართა.
საზეიმო მიღებაში მონაწილეობდნენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები და ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.