არქივი9 ივლისი, 2024, 19:23
ილია დარჩიაშვილი - ვაშინგტონი ნატო-ს 75-ე, საიუბილეო სამიტს მასპინძლობს - მოხარული ვარ, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ესწრება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ვაშინგტონში ნატო-ს საიუბილეო სამიტს ესწრება.
აღნიშნულს საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
„ვაშინგტონი ნატო-ს 75-ე, საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. მოხარული ვარ, რომ საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, ესწრება ასეთი მნიშვნელობის ღონისძიებას. ჩვენმა ქვეყანამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე სანდო და ერთგული პარტნიორი", - წერს დარჩიაშვილი X-ის პირად გვერდზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.