ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ივლისში ევროზონაში ინფლაცია 2%-ზე შენარჩუნდა

ივლისში ევროზონაში ინფლაცია 2%-ზე შენარჩუნდა

ევროზონაში სამომხმარებლო ფასები ივლისში წლიურად 2%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, რომელშიც წინასწარი მონაცემებია წარმოდგენილი.
ამრიგად, ინფლაცია წინა თვის დონეზე დარჩა. Trading Economics-ის მონაცემებით, ანალიტიკოსები საშუალოდ მის 1.9%-მდე შენელებას ვარაუდობდნენ.
სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპები, ზედიზედ მეორე თვეა ევროპის ცენტრალური ბანკის მიზნობრივ ნიშნულთან ახლოს რჩება.
ივლისში სურსათის, ალკოჰოლისა და თამბაქოს ფასების ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-მდე დაჩქარდა, ხოლო მომსახურების ფასები 3.3%-დან 3.1%-მდე შემცირდა. სამრეწველო საქონლის ფასები 0.8%-ით გაიზარდა (ივნისში -0.5%), ხოლო ენერგომატარებლების ფასები 2.5%-ით შემცირდა (ივნისში -2.6%).

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.