ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

,,სასურსათო ინფლაცია ყოველთვის მაღალია, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კი დაბალშემოსავლიანია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხარჯებში ძირითადი წილი სურსათს უჭირავს", - სოსო ბერიკაშვილი

საქსტატის თანახმად, ივლისში საქართველოში წლიური ინფლაცია 4.3%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი ინფლაცია ქვეყანაში 2023 წლის მაისის შემდეგ არ ყოფილა.
ინფლაციის მატებაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 10.4%-ით ზრდამ იქონია. ასევე ჯანდაცვის სექტორში ფასები წლიურად 9.5%-ით არის გაზრდილი.
ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთო ინფლაცია 4.3%-ია, სურსათზე ფასების მკვეთრი ზრდა: ბოსტნეულზე 25.5% და ზეთსა და ცხიმზე 17%, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის გაცილებით მძიმედ იგრძნობა, რადგან მათი ძირითადი ხარჯი სწორედ საკვებია.
,,მიუხედავად იმისა, რომ გასული წლიდან ინფლაცია ზრდადია, მაღალი მაინც არ არის და 4.3%-ია. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველაფერი კარგადაა - როგორც ყოველთვის, სასურსათო ინფლაცია ყოველთვის გაცილებით მაღალია (10.4%) და იმ სურსათშიც მაგალითად ბოსტნეული გაძვირებულია 25.5%-ით და ზეთი და ცხიმი 17%-ით. ეს არის სერიოზული პრობლემა, რადგან საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის დაბალშემოსავლიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ხარჯებში სურსათს უჭირავს ძირითადი წილი. შესაბამისად მათთვის ინფლაციის წნეხი გაცილებით მაღალია, ვიდრე საშუალო 4.3%",- აცხადებს სოსო ბერიკაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.