ივანიშვილო, მე შენ გიპირისპირდები, უბრალო გლეხი კაცი – ძმები წულუკიძეების მამა (ვიდეო)

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ძმები წულუკიძეების მამა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას აანონსებს.

საკუთარი შვილების პროცესის შემდეგ, კაცმა სასამართლოს ეზოში,  “ოცნების“ დამფუძნებელს მოუწოდა შეწყვიტოსს მისი შვილების დასჯა.

ეს დამიღუპა ამ მთავრობამ, როგორც მოვიდა, ისე გამაწვალა მთელი ოჯახი, დამაზარალა ფინანსურად, გამაღატაკა, მე დღეს ვაპირებ, ჯერ არ მითქვამს ასეთი სიტყვა, ივანიშვილზე პირდაპირ ბრძოლას, თუ გინდა მომკლან, მე ვაგრძელებ ბრძოლას, ივანიშვილო, მე შენ გიპირისპირდები, უბრალო გლეხი კაცი, თუ ვერ მივაღწევ, სიკვდილს მაინც მივაღწევ, ეცადე და ჩემი შვილები რამდენიც გინდა აწამე. მე, დავით წულუკიძე, უბრალოდ გლეხის შვილი, გავზარდე ბიჭები, ვაჟკაცები, ვასწავლე სიმართლე, არასწორად ჯერ არავის მოქცულან, ყველას ეხმარებოდნენ, გაჭირვებული იქნებოდა, მეგობარი, მეზობელი თუ ნათესავი. მიუხედავად ამისა, ამ მთავრობას უნდა რაფერი ხალხი ჰყავდეეს გვერდში ქურდები, მამაძაღლები, არსწორი გზით მოსიარულეები, სწორ ადამიანს უზღუდავენ ყველაფერს, – ამბობს დავით წულუკიძე. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ქურდულის სამწყაროს წევრობისა და მხარდაჭერისთვის დაკავებულთა პროცესი გაიმართა.

მოსამართლე ტყეშელაშვილმა პროცესი სრულად დახურა და ოჯახის წევრებს არ მიეცათ საშუალება სხდომას დასწრებოდნენ.

9 ბრალდებულმა მისცა ჩვენება და ცხრავე  მათგანმა აღიარა ჩადენილი დანაშული, თუმცა, არცერთ მათგანს ძმები წულუკიძეები საქმის ფიგურანტად არ დაუსახელებია.

ყველა პირი, რომელიც დაიკითხა, არცერთმა  არ იცოდა, რა არის კრიმინალური ავტორიტეტი, ამასთანავე არ იციან, ქურდული სამყაროს წევრის მნიშვნელობა, ასევე არ იციან, რას ნიშნავს ქურდული გარჩევა და საერთოდ ვერ აცნობიერებენ, თუ რა აღიარეს მათ. შესაბამისად, ვფიქრობ, სასამრთლომ უდნა მისცეს სამართლებრივი შეფასება, – განაცხადა ადვოკატმა. 

შემდეგი პროცესი 10 აგვისტოს ჩაინიშნა.

  • ბათუმში სპეცოპერაციის დროს აყვანილ პირებს „კანონიერი ქურდობის”, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და „კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე წარედგინათ ბრალდება. სულ დაკავებულია 72 პირი.

შსს-ს მტკიცებით, დაკავებულები ე.წ. ქურდული გარჩევებისა და შეკრებების დროს, უკავშირდებოდნენ “ქურდული სამყაროს” წარმომადგენლებს, მათ შორის „კანონიერ ქურდს“, ასლან ქობულაძეს და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და სხვა კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.