აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოდან გაძევების შესახებ სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს.
სადიგოვი წერს, რომ მისი ფიქრები და სული რჩება საქართველოში პარლამენტის წინ შეკრებილ ხალხთან და მადლიერებას უცხადებს მათ, ვინც მხარი დაუჭირა.
“მკვლელმა, კორუმპირებულმა, სამშობლოს მოღალატე კრემლის და პუტინის მონა ივანიშვილმა, დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს სახელმწიფოს იმიჯს ჩემი გაძევებით, საერთაშორისო კანონების და ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დარღვევით. ამ ნაბიჯით პირად ინტერესებს შესწირა ხალხის აწმყო და მომავალი.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იუწყება, რომ “აფგან სადიგოვის საქართველოში დარჩენა ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქართული სახელმწიფოს”.
სამწუხაროა, რომ ვერ შევძელი საქართველოში დარჩენა და “დიქტატურის წინააღმდეგ ბრძოლის” ბოლომდე გაგრძელება.
მაგრამ მჯერა, რომ მამაცი, მებრძოლი, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი ჯიუტად და შეუპოვრად გააგრძელებს ბოლომდე და სამუდამოდ გარიცხავს კრიმინალურ ბანდას, რომელსაც “ქართული ოცნება” და პირადად ბანდიტი ბიძინა ივანიშვილი ჰქვია პოლიტიკური ასპარეზიდან.
მე ვიქნები ჩემს მშობლიურ ქართველ ხალხთან და ჩემს მეგობრებთან ერთად ბრძოლაში ბოლომდე!
გაურკვეველია რა მოხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, რა ტრაგედიებს მოგვიტანს. ნებისმიერ წამს, დაკავება, რეპრესიები, იდუმალი მკვლელობა შეიძლება მოუტანოს ყველას, ვინც პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული… ძირს დიქტატურა!!! თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!!!” – წერს სადიგოვი წერილში.
შეგახსენებთ, რომ აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 აპრილს, ღამით, თამთა მიქელაძემ გაავრცელა. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ სადიგოვის მიერ სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მიმართ სამართლებრივი საქმის წარმოება დაიწყეს.
აფგან სადიგოვი სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე დავაკავეთ – შსს
5 აპრილს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე წერდა, რომ სასამართლომ სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების გადაწყვეტილება ღამის 4 საათზე მიიღო.
შსს: აფგან სადიგოვი გაძევებულ იქნა ქვეყნიდან, დაუწესდა აქ შემოსვლის 3-წლიანი აკრძალვა
6 აპრილს ცოლმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს, თუმცა მალევე ადვოკატმა თამთა მიქელაძემ მისი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიფოვი გაათავისუფლეს – მიქელაძე