ირმა გიგანი: მეგობრებო, დიდი სიყვარული ჩემგან მაგრამ არ არის ეს ჩემი ინტერვიუ! ერთი ფრაზაა ამოღებული და სტატია აგებული ავტორის მიერ

პიანისტი ირმა გიგანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც News.ge უცვლელად გთავაზობთ:
მეგობრებო, ძალიან ბევრჯერ შემხვდა, ბევრი გამოხმაურებით და ამიტომ ვაზიარებ კომენტარს:
არ არის ეს ჩემი ინტერვიუ, ფრაზაა ერთი ცალი გამოყენებული სატელევიზიო ინტერვიუდან და აგებულია ეს სტატია სტატიის ავტორის მიერ, ავტორის სიტყვებით. კომენტარი დავწერე და აქვე ისევ გავაზიარებ, მადლიერებით ვარ სავსე კეთილგანწყობის გამო, მაგრამ სხვადასხვა ინტერპრეტაცია ხდება ამ სიტყვების/“ინტერვიუსი” და შეცდომაში შეყვანა (თუნდაც კეთილი განზრახვით, ვიცი და სითბოს ვუდასტურებ აქვე, მაგრამ..) ამიტომ აქვე ვაზიარებ შემდეგს:
“მეგობრებო, დიდი სიყვარული ჩემგან ❤️ მაგრამ არ არის ეს ჩემი ინტერვიუ! ერთი ფრაზაა ამოღებული და სტატია აგებული ავტორის მიერ. წინა პოსტზეც დავწერე
დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, საქართველოს გარეშე არ შემიძლია და ამიტომაც ძააალიან ხშირად ჩამოვდივარ. ვენაში თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და მუსიკის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ბავშვობიდან ასე იყო ბუნებრივად და ეს მხოლოდ გამიმძაფრდა. სხვა ინტერპრეტაცია ამ მოცემულობების არ არსებობს 🙏🏻❤️
დიდი მადლიერებით და სიყვარულით!
სტატიის ავტორს ვთხოვ ძალიან ვთხოვ გაითვალისწინოს ჩემი თხოვნა და აღარ გამოაქვეყნოს ინტერვიუ ამ სახით რომელიც ჩემი არ არის და ფრაზაზეა ავტორის მიერ აგებული ყველა სიტყვა. ძალიან ვაფასებ კეთილ განწყობას მაგრამ აბსოლუტურად სხვა ინტერპრეტაცია ხდება სიტყვების.
სიყვარულით,
ირმა”

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: ციხეში გამოკეტეს ახალგაზრდები, ათი ათასობით ჯარიმა აქვთ ადამიანებს, აშინებენ, ავიწროებენ… ემიგრანტებს წაართვეს ხმის უფლება, არასამთავრობოებს და პოლიტიკოსებს მრავალწლიანი ციხე ემუქრებათ…