ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა” – რომან გოცირიძე

“ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა” – რომან გოცირიძე

ივანიშვილმა ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა.
გუშინ ერთ რადიოჩართვაში გავიხუმრე და პრეზიდენტობის ყველაზე ოდიოზური და არარეალური კანდიდატები დავასახელე, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის გემოვნებაში კი ზიან, მაგრამ იმდენი ჭკუა უნდა ეყოს, რომ ეს არ გააკეთოს მეთქი. დაჩი ბერაია, მიხეილ ყაველაშვილი, ნინო წილოსანი, ის ქალი, ოთხი წელი პარლმენტის ფოიეში როიალს რომ ითხოვდა და არ დაუდგეს (გვარი დამავიწყდა მაშინ ჩართვაში). დაახლოებით ამ კატეგორიაში უნდა ვეძებოთ პრეზიდენტი მეთქი. დავცინოდი და რა თქმა უნდა, ამას ვერც წარმოვიდგენდი. რომელიმე თავისი მონა წერა-კითხვის მცოდნის დასმაც კი ვერ გაბედა. ჯარის მთავარსარდლად და საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარ ფიგურად ხეპრე დაგვინიშნა.
კარგიც არის რაღაც გაგებით. თუკი ვინმე რაიმე ილუზიებით იკვებებოდა შინ თუ გარეთ, ტვინის ნატამალი თუ აქვს, უნდა მიხვდეს, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.